ხოფურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ონლაინკონკურსი ჩატარდა
21-04-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლაში  დედა ენის კვირეული ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით დისტანციურად წარიმართა.

დირექციის ინიციატივით კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა იყო.

კონკურსში მონაწილეობა სამივე საფეხურის მოსწავლეებს შეეძლოთ და შესაბამისად, გამარჯვებულებიც სპეციალურად შექმნილმა კომისის წევრებმა დისტანციურად, სამივე საფეხურზე გამოავლინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი დისტანციურად (facebook)-თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ჩართულობაც მაქსიმლური იყო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს, მშობლებსა  და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისა და კომუნიკაბელური თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203