
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
შემაჯამებელ ტესტშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. ნინი გოგოხიამ წარმატებით იასპარეზა, გიორგი გოგოხიამ და ტყუპებმა - იოანე გოგოხიამ და ანდრია გოგოხიამ კი ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.