„მთვარია, აუცილებლად გვჯეროდეს, რომ ჩვენ მალე გავიმარჯვებთ!“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის „მონატრების ერთი თვე“
21-04-2020

თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი სივსივაძე „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მოგესალმებით, და დღეს როცა მე ამას ვწერ 19 აპრილია.

ამჟამად, ქვეყანაში რთული სიტუაციაა.გაურკვევლობის, ნაცრისფერი ორი თვე.უხილავი მტერი ჩვენს წინააღმდეგ. მთელი ქვეყანა საზარელი შიშის ქვეშ. გარშემო სიბნელეა.შეიცვალა ყველაფერი, თითქმის

ერთნაირია ყოველი დღე.

მეორე თვე დაიწყო სოფელში ვარ. არ მინდა, არ ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვერ გავიქცევი, იქ, სადღაც გულის სიღრმეში სუფევს შიშის გრძნობა. არავინ იცის რა მოხდება ან როდის, საერთოდ არავინ. ყველაზე ნაცნობი გრძნობა ახლა მონატრებაა.

მენატრება ყველა და ყველაფერი რაც ჩემგან შორსაა. უკლებლივ ყველაფერი.

თუმცა ნელ-ნელა, პერიოდულად ვისწავლეთ, მივხვდით, მივეჩვიეთ. შიში?! შიში მუდამ თავს გვახსენებს, არ გვტოვებს, თუმცა გაჩნდა იმედი ხვალინდელი დღისა.

და ამ პერიოდში ვაცნობიერებთ, თურმე რა საოცარია ცხოვრება.

რომ არ ღირს უაზრო, უმიზეზო ჩხუბი და წუწუნი.

რომ თურმე ბედნიერება იშიფრება ასე: საყვარელ ადამიანთან სიახლოვე.

რომ მონატრება საშინელი გრძნობაა მით უმეტეს უვადო.

მთვარია, აუცილებლად გვჯეროდეს რომ ჩვენ მალე გავიმარჯვებთ!

მთავარია, სულ ცოტა ხნით ვიყოთ ერთმანეთისგან მოშორებით, სახლში, იზოლირებულად. უბრალოდ დარჩით სახლში რომ გადავრჩეთ.თუ არ ფიქრობ ჩვენზე, იფიქრე საკუთარ თავზე!


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203