არსარვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
21-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის არსარვანის საჯარო სკოლა აქტიურად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა იყენებს ყველა საშუალებას, რათა სრულად მოხდეს ყველა მოსწავლესთან კონტაქტი.

„ვიყენებთ „თიმსის“ პროგრამას, „მესენჯერს“, „ვაიბერს“, whatsapp-ს იმის მიხედვით, თუ რაზე მიუწვდება ხელი მოსწავლეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203