ჯოყოლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური გაკვეთილები აქტიურად ტარდება
21-04-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე დარეგისტრირებულია „თიმსის“ პროგრამაში.

„აქტიურად და წარმატებულად ვატარებთ გაკვეთილებს, მაგრამ არის ზოგჯერ შემთხვევა, როდესაც ოჯახი მრავალშვილიანია და შეიძლება, ყველა ვერ ჩაერთოს „თიმსში“. ამ შემთხვევაში უკვე მივმართავთ სხვა გზებს, როგორიცაა „მესენჯერი“ და ა.შ,“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203