
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლა აქტიურად და წარმარტებით წარმართავს ონლაინ გაკვეთილებს.
მასწავლებლები, ძირითადად, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, იშვიათად კი „მესენჯერს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.