
ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად და წარმატებით ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს „თიმსის“ პროგრამის საშუალებით.
მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტი არ აქვთ, პედაგოგები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უკავშირდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.