
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
წარმატებულმა მოსწავლეებმა: ლიზი აქუბარდიამ; თეკლე აქუბარდიამ; ალექსანდრე სამუშიამ; ანდრია შონიამ და გიორგი მებონიამ შემაჯამებელ ტესტში მაღალი შეფასება მიიღეს. მათ ოქროსა და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.