ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune-ge-ს ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს
21-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიIzrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

ამჯერადაც, შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა მაღალი შეფასება მიიღეს, რის გამოც ზურაბ თადიაურმა ვერცხლის, ხოლო თაკო სიკიაშვილმა ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203