კასუმლოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად მართავს
21-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის კასუმლოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე აქტიურად გადავიდა.

დირექტორის თქმით, სანამ მასწავლებლები „თიმსის“ პროგრამაში გაერკვეოდნენ, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებდნენ. შემდეგ სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარა პედაგოგებს და ყველა ჩაერთო „თიმსის“ პროგრამაში. მასწავლებლების ნაწილი იყენებს „ზუმს“. ძალიან ცოტაა მოსწავლე, ვისაც არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი. ისინი ტელე სკოლის საშუალებით სწავლობენ. დირექტორის თქმით, სკოლას ძალიან კარგი შედეგები აქვს დაბალ კლასებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203