კუშის საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ
21-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის კუშის საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ.

დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეების ნაწილი მასწავლებლებთან დასაკავშირებლად „თიმსის“ პროგრამას იყენებს, ზოგი კი „მესენჯერს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203