
წალკის მუნიციპალიტეტის იმერის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე აქტიურად გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეების ნაწილი „თიმსს“ ვერ იყენებენ სრულყოფილად, თუმცა „მესენჯერით“ ყველა მოსწავლე სარგებლობს და გაკვეთილები წარმატებულად ტარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.