
მარნეულის მუნიციპალიტეტის, თაზაქენდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს აქტიურად ატარებენ.
„მასწავლებლები იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, ვინაიდან პატარებს უჭირთ „თიმსის“ პროგრამის ათვისება,ასევე დავამატეთ მესინჯერი და Whats App-ის აპლიკაცია, სადაც 3-3 მოსწავლეს ვასწავლთ. მესინჯერში უფრო მეტია ჩართული. ეს რაც შეეხება ქართულ სექტორს, ასევე აზერბაიჯანული სექტორიც ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.