
მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩაერთო.
მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, მაგრამ ვინაიდან ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, პედაგოგებს სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაც უწევთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.