
დუშეთის მუნიციპალიტეტის მლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ნიკოლოზ გოგიშვილმა, ლიკა კედელაშვილმა, ცოტნე გიორგი ჯაგმაიძემ, გიორგი პავლიაშვილმა, ეკატერინე ბურდულმა და ხათუნა ბურდულმა შემაჯამებელ ტესტში მაღალი შეფასებები მიიღეს და შესაბამისი დიპლომებიც მოიპოვეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.