ჭოპორტის საჯარო სკოლის მოსწავლემ Izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტი წარმატებით გაიარა
21-04-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიIzrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მათ მარტის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და მაღალი ქულები აიღეს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლე ლუკა ბერბერაშვილია, რომელმაც მაღალი შეფასების გამო დიპლომი დაიმსახურა.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203