
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეებმა მარტის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და მაღალი ქულები აიღეს, ნიკა წიკლაურმა და ვაკო ჩოქურმა კი ოქროს და ვერცხლის დიპლომები დაიმსახურეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.