ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაში აქტიურად ჩაერთო
21-04-2020

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაში აქტიურად ჩაერთო.

მასწავლებლები, სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, ძირითადად, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელის ჯგუფს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგები და მოსწავლეები ასევე აქტიურად იყენებენ საიტს school.ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203