ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი
21-04-2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მათ მარტის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და მაღალი ქულები აიღეს, რის გამოც ოქროს და ბრინჯაოს დიპლომები დაიმსახურეს. სკოლის წარმატებული მოსწავლეები არიან: ნიკოლოზი კლდიაშვილი; გელა რობაქიძე; სალომე გოგბერაშვილი; ლიზი ბუსკივაძე; ნინო მაჩიტიძე; საბა საპანაშვილი; ჯემო მაჩიტიძე.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203