
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გომანის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლეებისთვის გაკვეთილები დისტანციურად ტარდება.
სკოლის ყველა მოსწავლე დარეგისტრირებულია teams-ის პროგრამაში და ონლაინ გაკვეთილებზე მეცადინეობა აქტიურად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.