„ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს“ - ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
21-04-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და კაბინეტები.

„ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს...გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია სკლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203