ბათუმის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელების ორიგინალური სააღდგომო ვიდეომილოცვა
21-04-2020

ბათუმის N14 საჯარო სკოლის I კლასი ყველა მართლმადიდებელს ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მოსწავლეებმა მისალოცი ვიდეო მოამზადეს, სადაც პატარები აღდგომის თემაზე ლექსებს კითხულობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

მოსწავლეები დისტანციურადვე აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203