„დარჩი სახლში და შექმენი პოზიტივი“ - თბილისის N119 საჯარო სკოლის კამპანია
21-04-2020
თბილისის N119 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში განახორციელეს საკლასო ონლაინ პროექტი სახელწოდებით - „დარჩი სახლში და შექმენი პოზიტივი“.
"მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა თვითიზოლაციაში მყოფ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, რომლებმაც მოგვაწოდეს პოზიტიურად ასახული საქმიანობის ყოველდღიურობა, გადავწყვიტეთ ეს დადებითი პოზიტივები გაგვეზიარებინა ყველასთვის.
დარჩით სახლში!
გაიხალისეთ ცხოვრების ყოველდღიურობა. ველოდებით თქვენგანაც პოზიტიურ გამოწვევას. ყველაფერი კარგად იქნება", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მუშკუდიანი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს