
ასპინძის მუნიციპალიტეტის ივერიის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სასწავლო პროცესში მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვნენ.
„უკვე მეორე თვეა, რაც გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. დიდი თუ პატარა, მოსწავლე თუ პედაგოგი მთელი ენთუზიაზმით ჩართულია ამ სახალისო პროცესში.
საინტერესოა ის, რომ მშობლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ ყველაფერს. ერთმანეთს ვეხმარებით და ვუზიარებთ სიახლეებს. ასე შეუმჩნევლად გადის დრო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.