
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი დარიცხული ხელფასის 1%-ს stopcov ფონდში რიცხავს. ამის შესახებ დირექციის ინფორმაციაშია ნათქვამი.
კორონავირუსთან ბრძოლისთვის ფონდში თანხის ჩარიცხვის სურვილი უკვე ბევრმა მასწავლებელმა გამოთქვა, ისინი რთულ სიტუაციაში ასე დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდით.
დღეის მონაცემებით STOPCOV ფონდში 128 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული.