„ჩანაწერები დარაბებს მიღმა“ - საქობოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ვერიკო პარწიკანაშვილმა დღევანდელ მდგომარეობას ლექსი მიუძღვნა
21-04-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქობოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ვერიკო პარწიკანაშვილმა დღევანდელ მდგომარეობას ლექსი მიუძღვნა და საზოგადოებას მოუწოდა სამყაროს გადარჩენისკენ.

ჩანაწერები დარაბებს მიღმა

ღრუბლები ცაზე, მამლებივით

ძიძგილაობენ,

მთის წვერებს თოვლი შეჰპარვია

კალთებზე თეთრად,

უგონოდაა დედამიწა,

ვუშველოთ რამე,

ღონე ეცლება, ვეღარ სუნთქავს,

სულს ვეღარ ითქვამს.

დაწითლებული თვალებიდან,

მოჟონავს ცრემლი

და წვიმასავით ეფინება,

მომავკვდავ სხეულს,

ავად გამხდარა დედამიწა,

ვერაფერს ვშველით,

ზოგი კი, უკვე შესდგომია,

ცის კიბეს, ხვეულს.

ლოცვა--კურთხევა, პატრიარქის,

აჩერებს წამებს,

ამდენი შრომა, ოფლი,

წყალში როგორ ჩავყაროთ,

აქ, ჟღერადობა დაუკარგავთ,

მშვენიერ გამებს,

გაჩერდა დრო და დახმარებას

ითხოვს სამყარო.

და ვიოლინოს მელოდია,

ჩამოჰგავს ტირილს,

ხოო, დაბალ ხმაში, ვგრძნობ,

პიანო უფრო მეტია,

სულის შემძვრელად

ყმუის მგელი,

გაჰკივის ჭოტი,

კაცობრიობის ბედი, ახლა,

ბეწვზე ჰკიდია.

ხალხო! ....

ერთმანეთს მოვეფეროთ,

ავწიოთ ხელი,

მტრობა, ფლიდობა,

ღვარძლი, შური,

შორს გადავყაროთ,

გული გავუთბოთ დედამიწას,

შევუშროთ ცრემლი,

გადაუდებელ დახმარებას,

ითხოვს სამყარო!"

17.04. 2020
ვერიკო პარწიკანაშვილი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203