
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში მარტის თვეში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. დასუფთავდა და სველი წესით დამუშავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები. როგორც სადეზინფექციო კომპანიამ, ასევე პედაგოგებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ სამუშაოს შესრულებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები