სააღდგომო საჩუქრები მოსწავლეებს - შინდისის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს საკუთარი ტელეფონი აჩუქა, პედაგოგმა კი ოჯახებს პროდუქტები დაურიგა
21-04-2020

გორის მუნიციპალიტეტის შინდისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს სააღდგომო საჩუქრები გაუკეთეს.

კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე, შინდისის საჯარო სკოლის პედაგოგ მანანა არაბაშვილის ოჯახმა, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა.

შინდისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გარსევანიშვილმა, საკუთარი ტელეფონი აჩუქა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც ციფრული ტექნიკის და ინტერნეტის არქონის გამო, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა.

შინდისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ნინო გარსევანიშვილს, მანანა არაბაშვილს და ზურაბ გოზალიშვილს გაწეული სიკეთისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203