ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ქართულის, როგორც მეორე ენის დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ
21-04-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულნი.

მე-5 კლასში დისტანციურად ჩატარდა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილი. მოსწავლეებს აღნიშნულ საგანს უფროსი მასწავლებელი ქამრან ხიდიროვი ასწავლის. მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203