„ვფიქრობ და მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ დავრჩეთ სახლში და ვილოცოთ“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა ბაღიშვილის თვალით დანახული პანდემია
21-04-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე თეონა ბაღიშვილმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:


ერთი თვე, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივმა პანდემიამ მოიცვა, მთელი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სკოლებში დამატებითი არდადაგები გამოაცხადეს და ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

ხანდახან როცა მომწყინდება ერთი და იმავეს მოსმენა ჰაერზე გავდივარ, თვალებს ვხუჭავ და ისე ვუსმენ ბუნების საოცარ ხმებს, შევიგრძნობ აყვავებული ხეების სურნელს, შემდეგ თვალებს ვახელ და ვუყურებ ამწვანებულ არემარეს, ვუყურებ და თან მეღიმება. გაზაფხულს თავისი ხიბლი აქვს. მიხარია ეს ყველაფერი, მაგრამ უცებ ისევ ტელევიზორის ხმას გავიგონებ ხოლმე. უკვე ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. ამ დროს თავში უამრავი კითხვა გამიელვებს ხოლმე. გადავრჩებით? რა იქნება ხვალ და ზეგ? ნუთუ ქუჩაში ჩვეულებრივ ვეღარ ვისეირნებთ? ნუთუ ადამიანებთან ჩახუტებას ვეღარ შევძლებთ? რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს? ვფიქრობ, ვფიქრობ და მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ დავრჩეთ სახლში და ვილოცოთ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია. 

                                                                          გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა ბაღიშვილი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203