
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ სწავლების დროსაც აქტიურობენ და ხალისით ერთვებიან მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ სახალისო და საინტერესო აქტივობებში.
არდადეგების გახანგრძლივების პირველივე დღიდან ხელოვნების მასწავლებელი მცინარა გოგიავა ეფექტურად წარმართავს ონლაინ სწავლებას.
„სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან და ფოტოებს მასწავლებელს უგზავნიან. იმედი აქვთ, რომ მალე სკოლაშიც შეძლებენ გამოფენის მოწყობას (როგორც აქამდე არაერთხელ) და ერთმანეთს გაუზიარებენ, იძულებით არდადეგებზე დაგროვილ შთაბეჭდილებებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები