
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კონკურსში - „სხვა სამყარო ჩემი“ მოსწავლეების გარდა აქტურად მონაწილეობენ მშობლებიც.
მე-4 კლასის მოსწავლის, დათუნა ბენიძის დედამ - ანასტასია ბენიძემ სკოლას ნახატები გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი სახელწოდებით - „სხვა სამყარო ჩემი“ წამოიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები