
„ჩვენ ვიცავთ რეკომენდაციებს!“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ყველა წესს და რეკომენდაციას იცავენ.
დისტანციური გაკვეთილის შემდეგ მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პლაკატები დაამზადეს და ინგლისურის მასწავლებელ ნინო გიორხელიძეს ფოტოები გაუგზავნეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები