
სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები დედა ენის დღეს დისტანციურად ულოცავენ მთელ საქართველოს. მათ მასწავლებელთან ერთად საინტერესო მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს.
კლასის ხელმძღვანელი ირმა კახიძეა. ვიდეო მუსიკალურად გააფორმა თეა ჩუბინიძემ.
„გილოცავთ ქართული ენის დღეს! მრავალს დაესწარი საქართველოვ!!!
სოფელი ქობულეთის მეორე კლასის მოსწავლეები დისტანციურად მოგილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს“, - აღნიშნავს პედაგოგი ირმა კახიძე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ვიდეო