ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. სწავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლის მიერ
etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დისტანციური სწავლება წარმატებით და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსწავლეები კი აქტიურად არიან ჩართული ონლაინ საგაკვეთილო პროცესში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. სკოლები კი განათლების სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები.