ტნუსის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
16-04-2020
დმანისის მუნიციპალიტეტის ტნუსის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლა ჩართულია დისტანციურ სწავლებაში, მუშაობს ყველა განათლების სამინისტროს პროგრამით.

„ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან, რადგანაც ეს ყველაფერი ახალია მათთვის და ხალისისთ გადიან. შექმნილია ცხრილი და გაკვეთილები ცხრილის მიხედვით ტარდება", - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203