გუმბათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ონლაინ-გამოფენითა და პრეზენტაციით აღნიშნეს
16-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათი საჯარო სკოლაში, ქვეყენაში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, წარმატებით დაინერგა ონლაინ-სწავლება. პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც მაქსიმალურს აკეთებენ, რათა სასწავლო გეგმა მაქსიმალურად შესრულდეს და არნაირ წინააღმდეგობას არ ეპუებიან.

საგანგებო მდგომარეობას, ხელი არ შეუშლია გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, დედაენის დღე აღენიშნათ  - პროგრამა teams-ის საშუალებით, მათ შეასრულეს პრეზენტაციები დედაენის შესახებ, მოაწყვეს ნახატების ონლაინ-გამოფენა, ითამაშეს ინტელექტუალური თამაში „ცოდნა ფულია“, სადაც კითხვები სწორედ ქართული ენის გრამატიკასა და დიალექტებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დისტანციურად, ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა, ღონისძიება ხალხმრავალი გამოვიდა და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგები და ყველა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203