პანტიანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად მართავს
16-04-2020
დმანისის მუნიციპალიტეტის პანტიანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად მართავს. დისტანციური სწავლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დირექტორის განცხადებით, მასწავლებლები ძირითადად იყენებენ whatsup app-ის პროგრამას.
„ყველა მოსწავლე ჩართულია და სხვათაშორის ძალიან მოსწონთ ეს სიახლე და ხალისიანდ გადიან გაკვეთილებს. ჩვენც ვქმნით სხვადახვა აქტივობებს, ვაძლევთ დავალებებს და ასე მიმდინარეობს ჩვენთან დისტანციურ რეჟიმში სწავლა", - აცხადებს დირექტორი.