„ალერგიით გამოწვეული დაავადებები“- გაეცანით ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ნინო კოჟორიძის სტატიას
16-04-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნინო კოჟორიძემ ალერგიით გამოწვეული დაავადებების შესახებ სტატია მოამზადა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს რომ  21-ე საუკუნეში ადამიანთა უმეტესობა ზედმეტად ალერგიულია.

"მიჩნეულია, რომ ალერგია ეს არის ადამიანთა მოუსვენრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. როგორც მეცნიერები ასაბუთებენ, მე-20 საუკუნეში ალერგიის გამოვლინება ჯერ კიდევ იშვიათობა იყო, ხოლო ახლა 21-ე საუკუნეში ადამიანთა უმეტესობა ზედმეტად ალერგიულიც კია.

ალერგია სამეცნიერო ენაზე არის მომატებული მგრძნობელობა ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც როგორც წესი ადამიანის ორგანიზმში არ უნდა იწვევდნენ გართულებებს და თვალსაჩინო უარყოფით სიმპტომებს. ალერგია შესაძლოა ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით რაც შეიძლება იყოს: ქავილი, მოუსვენრობა, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, უჰაერობა, თვალის არეში ჩაწითლებებიან სილურჯეები თვალის უპეში, ცხვირის ცემინება, ისტერიული ხველება და სხვა. და უკვე ჩვენს საუკუნეში არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებსაც საფუძვლად ალერგია უდევს ასეთია მაგალითად ასთმა, ალერგიული რინიტი, ურტიკარია (ჯინჭრის ციება), ანფილაქსიური შოკი და სხვა მრავალი. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს", - აღნიშნულია სტატიაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203