დუშეთის მუნიციპალიტეტის პავლეურის საჯარო სკოლა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გადავიდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.„მასწავლებლები მოსწავლეებს უკავშირდებიან სხვადასხვა არხების საშუალებით, როგორიცაა მაგალითად Zoom, Teams, Feedc, messenger, სატელეფონო საუბრებით.
მასწავლებლებიც და ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესრულებაში", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.