„სახლში დარჩენით გადარჩენილი მსოფლიო“ – გაეცანით ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციურ სტატიას
16-04-2020

„სახლში დარჩენით გადარჩენლი მსოფლიო“ – ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ემზარი გოზალიშვილი პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ემოციურ სტატიას უძღვნის.

მოსწავლე თავის ნაშრომში იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის გამოჩენამ გამოიწვია.

„გაივლის დრო და კორონავირუსი მოგონებად დარჩება, 21-ე საუკუნის ყველაზე მწარე მოგონებად. გაგვახსენდება, როგორ გვაიძულა სახლში დარჩენა, რაც ჩემი თანატოლებისათვის სახლში გამოკეტვას ნიშნავს. გაგვახსენდება, როგორ მოგვანატრა სკოლა დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი რომ მგონია, მოგვანატრა მასწავლებლები. გვაგრძნობინა ერთმანეთისა და ჯანმრთელობის ფასი, მივხვდით, რა ყოფილა ნამდვილი ბედნიერება და თავისუფლება“,-ასე იწყებს თხრობას მოსწავლე.

იხილეთ სტატია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203