
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლა ჩვეულ აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამჯერად მოსწავლეები, მასწავლებლები და პერსონალი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ.
სკოლის ფეისბუქგვერდზე გაჩნდა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ახალი ონლაინ გამოწვევა - „დედამიწა ერთია და გავათბოთ ჩვენ“ (მხატვრული კითხვა, სიმღერა, ცეკვა, ჩანახატი, ვიდეორგოლი და სხვა.), რასაც უკვე ბევრი გამოხმაურება მოჰყვა მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების მხრიდან.
სკოლის ფეისბუქგვერდი ნელ-ნელა ივსება მათი შემოქმედებით და თქვენც შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები