
ქუთაისის N35 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ საშუალებას.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური საგაკვეთილო პროცესი, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.