
ქუთაისის N30 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში. პედაგოგები და მოსწავლეები იყენებენ „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონს ტელეგაკვეთილებსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს.
სკოლას აქვს სპეციალურად შედგენილი გაკვეთილების ცხრილი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს უტარდებათ დისტანციური გაკვეთილები ყველა საგანში.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მშობლები ცდილობენ, მაქსიმალურად კარგად წარიმართოს დისტანციური საგაკვეთილო პროცესი, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება. ასევე სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს ყველა რეკომენდაციას.