
ახალციხის მუნიციპალიტეტის დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა. დამუშავდა სკოლა და მისი შემოგარენი.
სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს სკოლის დამლაგებლებმა და ასევე მოსწავლეების მშობლებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.