
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.