
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა/სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს. მოსწავლეების უმრავლესობა ჩართულია ონლაინ გაკვეთილებში.
„სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი ამ შედეგს, რაც გვაქვს ახლა. ვფიქრობდი, მოსწავლეების 30% რომ ჩართულიყო, კარგი იქნებოდა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა ,სწავლების პროცესში უკვე მოსწავლეების 70% არის ჩართული. ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.