„24-საათიანი შრომის ფასად ჩვენ შევძელით, რომ შეუფერხებლად წარმართულიყო სწავლის პროცესი“ - აკაურთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
16-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის აკაურთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დირექტორის განცხადებით, მასწავლებლები, ძირითადად, „თიმსის“ პროგრამაში მუშაობენ.

„მინდა სასიხარულო ამბავი გითხრათ - 85% ჩართულია მოსწავლეების ამ პროგრამაში, მასწავლებლები 100 %-ით. 15% მოსწავლეებისა, რომელსაც ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ინტერნეტ პაკეტების შეძენას აპირებს და გვექნება 100%-იანი ჩართულობა.

24 საათიანი შრომის ფასად და დიდი ძალისხმევით ეს ჩვენ შევძელით, რომ შეუფერხებლად წარმართულიყო სწავლის პროცესი“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203