
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე განსაკუთრებულად, დისტანციურად აღნიშნეს. მათ 14 აპრილთან დაკავშირებით ძალიან ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.
„დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორის - ქ-ნი ლია როსტიაშვილის ორგანიზებით და ისტ-ის მასწავლებლის გიული ბადუაშვილის, ასევე მოსწავლეთა მშობლების: ლია ზაზაძის, ნათია ემრაშვილის, მანანა გოგინაშვილის, მაია კირაკოზაშვილის, შორენა შინჯიკაშვილის, ქეთევან ოთიაშვილის, ნათია კევლიშვილის, თამუნა ფერაძის, ნანა მარტიაშვილის, სოფო ტიკიშვილის, ნინო დვალაშვილის, თამარ ხარებაშვილის, ეკა ბეგიაშვილის და ლია პაატაშვილის ხელშეწყობით, დისტანციურ რეჟიმში ვიდეო რგოლის მეშვეობით, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება და განწყობა ამ დღის მიმართ“,-ვკითხულობთ სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ მოსწავლეების ნამუშევრები: