„გიორგი სააკაძე გულმხურვალე პატრიოტი თუ ტიპიური მედროვე?!“-გაეცანით საჩინოს N1 სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებლის, ფიქრია კვირიკაძის სტატიას
16-04-2020

„გიორგი სააკაძე  გულმხურვალე პატრიოტი თუ ტიპიური მედროვე?!“ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მენტორი მასწავლებელი ფიქრია კვირიკაძე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

ნაშრომში მასწავლებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიის და ზოგადად ისტორიის სწავლებისას ხშირად არის ისეთი საკითხები, რომელთა გარჩევა და სხვადასხვა კუთხით ანალიზი აუცილებელია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების  განვითარებისათვის.

„მოსწავლეს უნდა დავანახოთ მედლის ორი მხარე, რათა მასწავლებლის დახმარებით მან შეძლოს დასმული საკითხის ირგვლივ არგუმენტირებული მსჯელობა და ამა თუ იმ პრობლემის ანალიზი“,-წერს ფიქრია კვირიკაძე.

იხილეთ სტატია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203